LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ქართულ ჩირკოლადს გასინჯავენ

114

ლონდონში ქართულ ”ჩირკოლადს” დააგემოვნებენ. მოძრაობა KAR.GE-მ ”ჩირკოლადის” ნიმუშები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გასულ კვირას გააგზავნა. KAR.GE-ის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში ლონდონში აღნიშნული ბრენდის 5 სახეობა გავიდა: ხურმის, ქლიავის, ქიშმიშის, გარგარის და ფინიკის ჩირკოლადი.

რა შედეგები მოჰყვება ლონდონელების მიერ ქართული პროდუქციის დაგემოვნებას და დაიწყება თუ არა ამ მიმართულებით ”ჩირკოლადის” ექსპორტი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორც KAR.GE-ში აცხადებენ, ”ჩირკოლადის” პროდუქცია თავისი ხარისხობრივი მახასიათებლებით გაცილებით აღემატება ანალოგიურ იმპორტულ პროდუქციას და ფასიც ნაკლები ადევს. კილოგრამის ღირებულება ჩირკოლადის პროდუქციაზე 15-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა იმპორტულ შოკოლადში ამოვლებულ ჩირებზე ფასი 30 ლარიდან იწყება.

ცნობისთვის, ”ჩირკოლადი” ქართული ბრენდია, რომელიც შოკოლადში ამოვლებულ ჩირს წარმოადგენს. პროდუქცია ბაღდათში იწარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები