LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

117

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

როგორც “ფორტუნას” ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა, დაგეგმილ კონფერენციაში 30-ზე მეტი ქართველი ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას. ლონდონში კი მათ ამდენივე ბრიტანელი ბიზნესმენი დახვდებათ.

,,იმის ერთ-ერთი გარანტი, რომ ბიზნესმენმა უცხო ქვეყანაში ადგილი დაიმკვიდროს, ჩვენი საელჩოებია. კონფერენცია, რომლის ჩატარებასაც ლონდონში ვგეგმავთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომი გაგრძელების საწინდარი იქნება”, – განმარტა ზვიად ჭუმბურიძემ.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ითანამშრომლოს ბიზნეს ასოციაციებთან, რათა  ევროპაში საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია მოხდეს.

,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარებას ბიზნესის კომპონენტი ძალიან სჭირდება. დიპლომატებმა მივაღწიეთ მოლაპარაკებების შედეგებს, რომელიც ახლა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს და ბიზნესმა განვითარების ახალი შესაძლებლობები შექმნას. ჩემი დიდ ბრიტანეთში ელჩობის პერიოდში ვგეგმავ ტრადიციულ ბიზნეს კონფერენციებს, საქართველოს წარმოჩენის ღონისძიებებს. ქართული დიპლომატიის ამოცანა, ტრადიციულად, შეიცავს ეკონომიკურ და კომერციული დიპლომატიის ელემეტებს”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ბერუჩაშვილი უფლებამოსულების განხორციელებას უკვე მარტიდან შეუდგება.