LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოპესი და როდრიგესი – შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი

291

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანი თითქმის ნახევარი წელია გარძელდება. შეყვარებულები თითქმის მთელს თავისუფალ დროს ერთად ატარებენ: დადიან წვეულებებზე, ვარჯიშობენ სპორტდარბაზში და დაბადების დღეებსაც კი ერთად იხდიან.

რამდენიმე დღის წინ, წყვილი Apollo in the Hamptons-ის ღონისძიებას ესტუმრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დასავლური შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია.

48 წლის ლოპესს ტანზე მომდგარი მოკლე კომბინეზონი და ღია ფერის ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო როდრიგესს თეთრი პერანგი და შარვალი და ლურჯი პიჯაკი ეცვა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესამდე ლოპესს რამდენიმეთვიანი რომანი ჰქონდა დრეიკთან და რამდენიმე წლიანი რომანი კასპერ სმარტთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები