LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლოპოტას თასი 2016“-ის საპრიზო ფონდი წელს 25 ათასი ლარია

96

22  სექტემბრიდან   სასტუმრო – კომპლექსი  „ლოპოტა სპა რეზორტისა“ და საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით, „ლოპოტა სპა რეზორტზე“  ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – „ლოპოტას თასი 2016“ გაიმართება. ტურნირის ნახევარ ფინალი/ფინალი 2 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.

როგორც ”ფორტუნას”  „ლოპოტა სპა რეზორტიდან“ აცნობეს, ტურნირი მესამე წელია ტარდება და მასში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება.

მათივე ინფორმაციით,  ტურნირის მიზანია საქართველოში არსებული ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების ჩართვა აღნიშნულ აქტივობაში და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

”ტურნირში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება. თითოეული კომპანიიდან მსურველთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილეობის მიღების მსურველთა ასაკი უნდა იყოს 30 წლიდან ზევით. წყვილების ჯამური ასაკი კი არ უნდა აღემატებოდეს 80 წელს. ტურნირი ჩატარდება 2 კატეგორიაში, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა ”, – განაცხადეს „ლოპოტა სპა რეზორტში”.

მათივე ცნობით, საწევროს ღირებულება თითო ადამიანზე  ერთეულთა შეჯიბრში  შეადგენს 150 ლარს, საწევროს ღირებულება თითო ადამიანზე  მხოლოდ წყვილში – 150 ლარს, საწევროს ღირებულება თითო ადამიანზე  ერთეულთა შეჯიბრში და წყვილშიც-  250 ლარს.

გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი ჯილდოთი და სხვადასხვა პრიზებით. ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 25.000 ლარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები