LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესელი ბავშვების კლიენტი სრულიად მოულოდნელად ანჯელინა ჯოლი გახდა

464

ლოს-ანჯელესელი ძმებს, ალენ და ბრენდონ ალექსანდერებს მამამ მისცა დავალება, გამოემუშავებინათ პირველი ხელფასი, მათ 2.5 მეტრი სიმაღლის დათუნია უნდა გაეყიდათ. ბიჭები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ვინმე დაეინტერესებინათ ქუჩაში, თუმცა დათუნიას საყიდლად არავინ შეჩერებულა.

ბავშვებმა ძალიან მოიწყინეს და უიღბლო გამყიდველობაც ძალიან მობეზრდათ. ის იყო, სახლში შებრუნებას აპირებდნენ, რომ მათთან ძალიან ცნობილი ადამიანი მივიდა.

 

 

ალენისა და ბრენდონის წინ გაჩერდა მანქანა, საიდანაც ანჯელინა ჯოლი და მისი შვილი, შაილო გადმოვიდნენ. ვარსკვლავს არც უფიქრია, ისე იყიდა დათუნია. ამასთან, ბიჭები გიგანტურ სათამაშოს 50 დოლარად ყიდიდნენ, ანჯელინამ კი თითოეულ მათგანს 50 დოლარი მისცა.

ჯოლი გახარებულ ბიჭებსა და მათ მშობლებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა, შემდეგ კი ისინი ვარსკვლავს დაეხმარნენ, დათუნია მანქანაში მოეთავსებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები