LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში პისტოლეტი ვერ შენიშნეს

95

ქალი პოლიციელი ლოს-ანჯელესიდან ტაივანში გაფრინდა, აეროპორტში შესვლამდე კი დაავიწყდა, ჩანთიდან პისტოლეტი ამოეღო.იარაღი ხელბარგის ხელით შემოწმებისა და სკანირების დროს აეროპორტში ვერ შენიშნეს.

“ბიბისის” ინფორმაციით, პოლიციის 42 წლის ოფიცერი ნოელ გრანტი სანტა-მონიკას პოლიციის განყოფილებაში მუშაობს, ის შვებულების გასატარებლად მიემგზავრებოდა და თან პირადი და არა სამსახურებრივი იარაღი მიჰქონდა.

როდესაც პოლიციელი ტაივანში ჩაფრინდა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ პისტოლეტი გამგზავრებისას ჩანთიდან არ ამოუღია.

ქალმა მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა. გრანტს სთხოვეს, არ დაეტოვებინა ქვეყანა, სანამ სიტუაციაში გაერკვეოდნენ.

აშშ-ს ხელისუფლებამ აღიარა, რომ ლოს-ანჯელესში ხელბარგი მკაცრად არ შემოწმდა და ამიტომ თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით აუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები