LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში „ემი 2017“–ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

159

ლოს-ანჯელესში „ემი 2017″–ის დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. საუკეთესო სატელევიზიო სერიალები და პროექტები სპეციალურად შედგენილმა ჟიურიმ „მაიკროსოფტის” თეატრში გამოავლინა. გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული სერიალი  – „მხევლის წიგნი“


საუკეთესო კომედიური სერიალი – „ვიცე პრეზიდენტი“

დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – სტერლინგ ბრაუნი, „ეს ჩვენ ვართ“

დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი – ელისაბეტ მოსი, „მხევლის წიგნი“

დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – ჯონ ლაითოუ, „გვირგვინი“

დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ენ დაუდი, „მხევლის წიგნი“

კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – დონალდ გლოვერი, „ატლანტა“

კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯულია ლუისი, „ვიცე პრეზიდენტი“

კომედიური სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი – ალეკ ბოლდუინი, „Saturday Night Live“


კომედიური სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – კეიტ მაკკინონი, „Saturday Night Live“

საუკეთესო მინი-სერიალი – „დიდი პატარა ტყუილები“

მინი-სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – რიზ აჰმედი, „იმ ღამეს“


მინი-სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი – ნიკოლ კიდმანი, „დიდი პატარა ტყუილები“


მინი-სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – ალექსანდრე სკარსგარდი, „დიდი პატარა ტყუილები“

მინი-სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ლაურა დერნი, „დიდი პატარა ტყუილები“

საუკეთესო რეალითი-შოუ – „ახალი ხმა“

კომედიური სერიალის საუკეთესო რეჟისორი – დონალდ გლოვერი, „ატლანტა“

დრამატული სერიალის საუკეთესო რეჟისორი – რინ მორანო,  „მხევლის წიგნი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები