LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლოტ პოლონეთის ავიახაზებმა” ახალი რეისები დანიშნა

51

ავიაკომპანიამ ”ლოტ პოლონეთის ავიახაზები”  საკუთარ რეისებს ახალი მიმართულებები დაამატა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ლიპარტიანმა განუცხადა, ”ლოტ პოლონეთის ავიახაზებმა”   ახალი რეისების შესრულება მარტის ბოლოდან დაიწყო.

”მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დავამატეთ ფრენები შემდეგი მიმართულებებით: ტოკიო, ნიცა, ბარსელონა, ლუქსემბურგი, ციურიხი, ბელგრადი,  დიუსელდორფი და ათენი. რაც შეეხება, ავიაბილეთების ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია. შესაბამისად, მოსახლეობის მოთხოვნაც დიდია”, – აღნიშნა ლიპატიანმა.

მისივე ინფორმაციით, რენებს თბილისი-ვარშავას მიმართულებით ყოველდღიურად ახორციელებს. ვარშავადან კი უკვე სხვადასხვა მიმართულებებით ტრანსფერი ხორციელდება.  ჯამში, ავიაკომპანია  ფრენებს 4 კონტინენტზე ახორციელებს:  ევროპის, ამერიკის, კანადისა და იაპონიის მიმართულებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები