LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Louis Vuitton-მა რეკლამაში ოსკაროსანი მსახიობი გადაიღო

91

შვედი მსახიობი ალისია ვიკანდერი ფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. რამდენიმე ფოტო კომპანიის ოფიციალურ “ინსტაგრამის” გვერდზე გამოქვეყნდა.

მსახიობმა კოლექციიდან რამდენიმე ჩანთა წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მხატვარმა ჯეფ კუნსმა შექმნა. ჩანთებზე მხატვრის ნამუშევრებიდან ფრაგმენტებია გამოსახული.

Louis Vuitton 1854 წელს ფრანგმა სკივრებისა და სამგზავრო ჩანთების ოსტატმა ლუი ვიტონმა დააარსა. დღეს ის აქსეუარებზე, სამოსზე, ფეხსაცმელზე, საათებსა და ქალებისა და მამაკაცებისთვის საიუველირო ნაკეთობებზე სპეციალიზირდება.

რაც შეეხება ალისია ვიკანდერს, ის შვედი მოცეკვავე და მსახიობია. მან ოსკარი ბიოგრაფიულ დრამაში ”გოგონა დანიიდან” მხატვარ გერდა ვეგენერის როლისთვის მიიღო.

https://www.instagram.com/p/BTi8yosj7pb/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები