LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდში ალკოჰოლის შემცველობა შემცირდება

1233

ლუდზე აქციზის გადახედვა მიმდინარე წლის ლუდის სეზონის დაწყებამდე, სავარაუდოდ, პირველ მაისამდე მოხდება. ამის შესახებ გადაცემა ”საქმის კურსს” კომპანია “ნატახტარის” კომერციულმა დირექტომა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ლუდის აქციზის დაბეგვრის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, ლუდის აქციზი განისაზღვრება ალკოჰოლის შემცველობის და არა ლიტრაჟობის მიხედვით.

“წინასწარი პირობაა, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ სეზონის დაწყებამდე, ეს არის დაახლოებით პირველი მაისი. ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით აქციზის დაბეგვრა არის ევროკავშირის მოთხოვნა”,- აღნიშნა ხუნძაკიშვილმა. მისივე თქმით, თუ სისტემა შეიცვლება, დიდია ალბათობა, რომ ლუდის ინდუსტრია დაბალალკოჰოლური სასმელის წარმოებაზე გადავიდეს, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულია.

“ახალი რეგულაციის მთელი სიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მწარმოებელი თვითონ განსაზღვრავს, რა რაოდენობა ალკოჰოლი და შესაბამისად, რა გადასახადი იქნება. ეს გვაიძულებს, რომ უფრო დაბალალკოჰოლიანი ლუდი ვაწარმოოთ, რაც მოსახლეობისთვის უკეთესია. ევროპაში არის დაახლოებით 3,8-4%-იანი ალკოჰოლის ლუდი, ჩვენთან კი ძირითადად ალკოჰოლის შემცველობა 5%-ია“, – აცხადებს “ნატახტარის” კომერციული დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები