LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიაში საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მისიას იწვევს

104

მზად ვართ, ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით განხორციელდეს – ასე პასუხობს ვლდაიმერ პუტინის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

როგორც ზურაბ აბაშიძე “ინტერპრესნიუსთან”  აცხადებს, ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით ნოემბერში ტარდება საერთაშორისო სემინარი, თუმცა რუსულმა მხარემ, მიწვევის მიუხედავად,  სემინარში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმაც. დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართოთ თხოვნით, რათა მოავლინოს ოფიციალური მისია, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, რუსი სპეციალისტებიც შევლენ.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართოთ თხოვნით, რომ მოავლინოს ოფიციალური მისია, რომელშიც, სურვილის შემთხვევაში რუსი სპეციალისტებიც შევლენ. ჩამოვიდნენ და ძირისძირობით შეისწავლონ ყველაფერი და დადონ დასკვნა, რა აქტივობები მიმდინარეობს ლაბორატორიაში.

2013 წლამდე, ვიდრე გადმოვიბარებდით ლაბორატორიას და ავამუშავებდით, იქ მხოლოდ ვენტილაცია და გათბობა მუშაობდა. იყო ერთეული კრიტიკული სტატიები, რომელსაც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, თუმცა მოვიპატიჟეთ ავტორი არაერთხელ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო ნაკადი გახდა უფრო ინტენსიური, გაძლიერდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებებისა, ეს ესკალაცია მატულობს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.“, – აცხადებს სერგეენკო.

შეგახსნებეთ, რუსი მაღალჩინოსნების შემდეგ, ლუგარის ცენტრს თავად პუტინი უტევს. რიტორიკა იგივეა: თბილისში მდებარე ცენტრი ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად და სხვადასხვა ვირუსის გასავრცლებლად, ასევე ადამიანებზე ცდების ჩასატარებლად გამოიყენება, რაც პუტინის თქმით, შეშფოთებას იწვევს და სახიფათოა.

საქართველოში ამერიკელების მიერ წარმოებული გენეტიკური კვლევები შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ეს სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, – განაცხადა  რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში „ვალდაის“ კლუბის ფორუმზე განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები