LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ფეიქრიშვილი სამართალდამცველებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

133

ორგანიზაცია „ამბრელას“ წევრი, ლუკა ფეიქრიშვილი, სამართალდამცველებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ფეიქრიშვილის თქმით, ინციდენტი კაფე „გალერიში“ დაიწყო.

მისი თქმით, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი იარაღის გამოყენებით დაემუქრა, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუსწორდა. ინციდენტი გარეთაც გაგრძელდა და ამის მოწმე, როგორც ფეიქრიშვილი ამბობს, ადგილზე კრიმინალური პოლიცია იყო, თუმცა რეაგირება მათ იქამდე არ მოუხდენიათ, ვიდრე თავად არ მიმართა დახმარებისთვის.

მოგვიანებით ინციდენტის მონაწილეები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ ფეიქრიშვლის თქმით, იარაღი საქმეში აღარ ფიგურირებს. ორგანიზაცია „ამბრელას“ წევრი აცხადებს, რომ  ფიზიკურად მას  პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებიც გაუსწორდნენ.

შსს-ს ინფორმაციით კი, პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ, ფეიქრიშვილს შესთავაზეს, მომხდარზე ახსნა-განმარტება დაეწერა, რაც გახდებოდა გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამაზე უარი განაცხადა. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებმა დაწერეს ახსნა-განმარტება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ფაქტზე გამოძიება ძალდობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები