LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა პატარქალიშვილის გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იხსნება

252

13 წლის მხატვრის, ლუკა პატარქალიშვილის პერსონალური გამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,  დღეს, 17 საათზე გაიხსნება და  8 ივნისამდე გასტანს.

ლუკა პატარქალიშვილმა  ხატვა მცირე ასაკიდან დაიწყო. საკუთარი ნახატი 7 წლის ასაკში პირველად გაყიდა აუქციონზე 350 ლარად და სიმსივნით დაავადებულ  პაციენტს დაეხმარა.

ამის შემდეგ იგი უამრავ კონკურსებში და ჯგუფურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. მისი სტილი კლასიკურია, რეალისტური. მას უყვარს პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვა. ლუკას უკვე 20 პორტრეტი და 30 პეიზაჟი აქვს შექმნილი.

ამბობს, რომ  პორტრეტის ხატვის დროს აუცილებლად ჯერ ადამიანის ხასიათი უნდა შეიგრძნო, მისი განსხვავებული თვისებებით, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, კი იქმნება ნამდვილი პორტრეტი – შუქჩრდილების, ფორმებისა და ნაკვთების სწორი გადმოცემით.

პატარა მხატვარს მიაჩნია, რომ როცა ხატავს მის ხელზე ანგელოზები სხედან და თუ ტილო კარგი გამოდის, მისი მხოლოდ მისი დამსახურება არაა.

ლუკა დიდ უხდის მასწავლებელების – თამაზ კატუკიას, ნინო ჩხეიძეს, თეონა ღლონტს, გულო დონელს,  „თი ბი სი“-ს სამხატვრო სასწავლებელს.

4658e5e6-4b93-4457-b93d-359b9c732c1f

8835c6e4-ca5c-425d-8c25-77ec6da5c143

91961358-b831-446f-bc8a-7815195bcab6

a4f97c38-16dc-4f4d-9aa4-513d2900becc

a98760bc-a71f-4deb-a7b2-a4b280dae1e7

dd1550aa-91ed-4a02-9d2f-68fe6c44771c