LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა პოლარე 10 წლისაა – ქართული ბრენდის გზა დაარსებიდან დღემდე

647

“ლუკა პოლარე” 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კაფე-სანაყინეების ქსელს 13 ფილიალი აქვს და 60 სახეობის ნაყინს სთავაზობს მომხმარებელს. ქართული ბრენდი ათი წლის იუბილეს განსაკუთრებულად ხვდება.

“ლუკა პოლარეს” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს ანი ციცქიშვილი:

“ლუკა პოლარემ” 10 წლის იუბილის აღნიშვნა ზაფხულის დასაწყისში, ახალი ფილიალის გახსნით დაიწყო და მას შემდეგ მომხმარებელს სხვადასხვა სასიამოვნო აქტივობა შესთავაზა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, საუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი მომხმარებლები სასიამოვნო სიურპრიზებით, კონკურსებით, დიდი თამაშებით გავახალისეთ, ჩვენი „ლუკა“ მოულოდნელად გამოჩნდა თბილისისა და ბათუმის ქუჩებში და გაახარა ერთგული მომხმარებლები. მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა „პრინტ“ კამპანიასაც. 10 წლის იუბილის ფარგლებშივე საქველმოქმედო კამპანიას #სასკოლოდ ვახორციელებთ, რომელიც კონკრეტულ შედეგებს აჩვენებს. იუბილს ოფიციალური აღნიშვნა, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, წვეულებით დავასრულეთ, თუმცაწლის ბოლომდე გვექნება 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული აქტივობები.

 

 

ქართული ბრენდი  „ლუკა პოლარე“ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს იტალიური რეცეპტებით დამზადებული ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები შესთავაზა. ანი ციცქიშვილის განცხადებით,  ნაყინ უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტებით, ფერის, გემოსა  და  ვადის გამახანგრძლივებელი ხელოვნური დანამატების გარეშე, მზადდება. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები