LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლუშნუს” სვანური მარილი ევროპაში გაიყიდება

192

შპს ”ლუშნუ” საცდელი წარმოებიდან სტანდარტულ წარმოებაზე გადადის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა სანდრო გოშთელიანმა განუცხადა, საწარმოს აღსაჭურვად ”ლუშნუმ” დანადგარები ჩინეთში იყიდა.

”თავიდან დავიწყე სვანური მარილის საცდელი წარმოება. თუმცა, მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო და გაფართოება გადავწყვიტეთ.  რამდენიმე დღეში უკვე ჩამოვა ჩინეთიდან გამოწერილი უახლესი დანადგარები და მათი დამონტაჟების შემდეგ, ალბათ, უკვე გაზაფხულისკენ, სტანდარტულ წარმოებაზე გადავალთ”, – განაცხადა გოშთელიანმა.

მისივე ინფორმაციით,  სვანური მარილი ევროპაში რამდენიმე გამოფენაზე იყო გატანილი და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, სტანდარტულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ, ”ლუშნუს” პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

”შემოთავაზებები მაქვს ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყნისგან.  ასე რომ, სვანური მარილი უახლოეს მომავალში ექსპორტზეც გავა. მანამდე კი, ადგილობრივი ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

შპს ”ლუშნუ”  2015 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. კომპანია ამჟამად მხოლოდ სვანურ მარილს აწარმოებს. საწარმო პროექტის ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსდა და მასში ამ დროისთვის 40 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები