LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლვოვის პოლიციამ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20

ლვოვის ოლქის პოლიციამ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თქმით, შეიძლება, დამატებითი გარემოებები დაემატოს, რის გამოც შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს.

გუშინ, 10 სექტემბერს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები