LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლვოვში აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცვნენ

98

დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურისტული სააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.

ჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო კურორტებთან ერთად, სამზარეულომ და ღვინის ტურიზმმა მიიპყრო. გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები.

შეგახსენებთ, რომ აჭარა ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები გარდა რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა, საიმიჯო ვიდეოკლიპებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს ეცნობიან.

გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები