LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილების ოჯახი პანკისში აქციას გამართავს

74

პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

შეკრება 14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში იგეგმება, სადაც ხელისუფლების მიმართ გარკვეულ მოთხოვნებს გააჟღერებენ, თუმცა, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.

პარალელურად, თბილისში, სუს-ის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“14:00 საათზე, მოდულის შენობასთან გაიმართება აქცია “ნუ მომკლავ”, “აღასრულე სამართალი”. სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილს,“ – წერს სარალიძე.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. ორი კვირის შემდეგ მაჩალიკაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები