LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე პასუხს კიდევ რამდენიმე კლინიკიდან ელოდებიან

66

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვანაზე პასუხს რამდენიმე ქვეყნიდან ელოდებიან. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ პაციენტის მიღებაზე უარი გერმანულმა კლინიკამ თქვა, თურქული კლინიკიდან პასუხი ჯერ არ არის. ერთმა ავსტრიულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე გუშინ თანხმობა განაცხადა, თუმცა გადატვირთულობის გამო, ჯერ უცნობია როდის შეძლებს კლინიკა პაციენტის მიღებას.

ექიმის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.