LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შესახვედრად მივიდა

41

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შესახვედრად უკვე მივიდა. გუშინ პროკურატურის წარმომადგენელმა მაჩალიკაშვილების ოჯახთან შესახვედრად ირაკლი შოთაძის მზაობა დაადასტურა.

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ხეობის წარმომადგენლები მთავარი პროკურორის ჩასვლას და მათთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მიღებას, საქმის მასალებზე სრულ წვდომასა და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ხელყუმბარის გამოყენებას აპირებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა თავში ესროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები