LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილის ოჯახი უხუცესებთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტენ, შეხვდნენ თუ არა ირაკლი შოთაძეს

42

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ხეობის უხუცესებთან საუბრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეხვდეს თუ არა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს თბილისში.

მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, განცხადებით, ირაკლი შოთაძის შეთავაზებაზე საბოლოო გადაწყვეტილება საღამოს ეცოდინება.

რადგან პროკურორთან შეხვედრის სურვილი ხეობიდან ბევრმა გამოთქვა, ჩვენ გვინდოდა, რომ ირაკლი შოთაძე აქ ჩამოსულიყო. ახლა გამაგებინეს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებს შეგვიძლია ამ შეხვედრაზე მისვლა. რას ვიზამთ, ჯერ არ ვიცით, არ გადაგვიწყვეტია. ჩემს ხალხთან არ მისაუბრია. შევხვდები უხუცესებს, მოვისმენ მათ აზრზს და, ალბათ, ამ შემოთავაზებაზე პასუხი საღამოს მექნება, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები