LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადი შეგიძლიათ, ნახოთ – მიხეილ სააკაშვილი

114

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლსყაჩაღებმაწაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მისი ბინის კარადაში შეუძლიათ, ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარშიროშენისმოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები