LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლიერების „ლუტეცია ფართი“ ოპერის თეატრში

308

„ლუტეცია ჯგუფმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომხმარებელთა ერთგულებისა და მრავალწლიანი ურთიერთობისათვის მადლიერების ნიშნად ტრადიციული „ლუტეცია ფართი – 2016“ გამართა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ 20 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. „ლუტეცია ფართის“ მასპინძელი ბრენდები იყვნენ – „პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია“ კოსმეტიკური ბუტიკი M.A.C. , ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი YVES ROCHER, იტალიური ბრენდები CALZEDONIA, INTIMISSIMI და პირველი, პერსონალიზებული ნიშბუტიკი საქართველოში არომატეკა Aromateque – Niche Boutique.

„ლუტაცია ფართის“ 500-მდე სტუმარი “ლუტეცია ჯგუფში“ შემავალ ნიშბრენდებს გაეცნო, რომლებიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იყო გამოფენილი – By Kilian (ბაიკილიან), Tom Ford ტომფორდ), Tiziana Terenzi (ტიციანა ტერენცი), Penhaligon’s London (პენ ჰალიგონს), Juliette has a Gun ( ჯულიეტა ჰეზე გან), CREED (კრიდ), CASAMORATI (კასამორატი), Sospiro (სოსპირო) ecsentric molecules (მოლეკულა) PARFUMS de MARLY (პარფიუმს დე მარლი).

ნიშპარფიუმერია განსაკუთრებული და უნიკალური არომატების სამყაროა, ეს სიმდიდრე და გამორჩეულობაა.

ნიშპარფიუმერიაშექმნილიაადამიანებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს საკუთარ ინდივიდუალობას.

„ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა მომხმარებელს ერთგულებისა და მრავალწლიანი ურთიერთობისათვის.

მისი განცხადებით, 2014 წელს, სწორედ, ერთგული მომხმარებლისათვის მადლიერების გამოსახატად დაფუძნდა „ლუტეცია ფართი“ და მას შემდეგ ტრადიციად იქცა.
„სწორედ ჩვენი მომხმარებლის დამსახურებაა, რომ ჩვენ საქართველოში 25-ზემეტი ნიშბრენდის წარმომადგენელი გავხდით. ჩვენმა ურთიერთობამ დააჩქარა ახალი ბრენდების შემოტანის პროცესი ქართულ ბაზარზე. სწორედ მათი მოთხოვნის შედეგია ნიშპარფიუმერიის ბუტიკის შექმნა. მომხმარებელთან ახლო ურთიერთობამ უფრო ლამაზი და სასიამოვნო გახადა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, რომლის ლამაზი დაგვირგვინებაა „ლუტეცია ფართი 2016″, რომელიც 3 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა”, – აღნიშნა „ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ფხაკაძემ.

„ლუტეცია ფართის “ შემდეგ სტუმრები – საზოგადო მოღვაწეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიხაილ ფოკინის საღამოზე მიიპატიჟა, რომელშიც ცნობილი ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები