LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ჩემი კერპო: კრიშტიანოს ბიჭმა მესის სიყვარული აუხსნა

52

მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა ინსტაგრამის გვერდზე „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე უმცროსი რონალდო ხელს ართმევს არგენტინელს.

„მადლობა, ჩემი კერპო, ლეო მესი“, – მიაწერა ბიჭმა ფოტოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრიშტიანოს ბიჭი საჯაროდ აღიარებს, რომ მესის თაყვანისმცემელია. ასე მაგალითად, 2015 წელს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიისას, პორტუგალიელი შვილთან ერთად კულისებში იჯდა, როცა იქ მესი გამოჩნდა. უმცროსი რონალდო ადგა და არგენტინელთან მივიდა. იმ მომენტში რონალდომ გულდაწყვეტით აღიარა: „ჩემი ვაჟი თქვენს ვიდეოებს უყურებს და თქვენზე ლაპარაკობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები