LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა დიდო კაპიტანო! ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან წავიდა

204

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და ზოგადად ქართული სპორტის ყველა დროის უდიდესი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია ეროვნულ გუნდში კარიერას ასრულებს.

2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე.

„ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში გასვლა, მაგრამ ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“, – ამბობს ზაზა ფაჩულია ვიდეოინტერვიუში, რომელსაც „ტვიტერის“ გვერდზე მიმომხილველი დევიდ პიკი ავრცელებს.

მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება, – ამის შესახებ ზაზა ფაჩულიას მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენს ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა“, – ნათქვამია ზაზა ფაჩულიას მიმართვაში.

https://www.facebook.com/zazazazapachulia/photos/a.596813313698986.1073741829.576595752387409/1563626913684283/?type=3&theater

ზაზა ფაჩულიამ ქართული კალათბურთი და მთლიანად ქართულ სპორტი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. ზაზა სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.
მადლობა დიდო კაპიტანო, მადლობა დიდო ადამიანო!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები