LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა, კრიშტიანო

64

ფეხბურთის ისტორიის უდიადესი ნაწილი ისტორიას ჩაბარდა – კრიშტიანო რონალდო მადრიდის „რალის“ ფეხბურთელი აღარ არის, სადაც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა უზარმაზარი ეპოქა შექმნა და მილიონობით ფეხბურთის ქომაგს არანორმალური და დაუვიწყარი სანახობა შეთავაზა. რონალდო ახალ გამოწვევას ეჭიდება, „რეალი“ კი მადლობით ემშვიდობება ყველა დროის და თავად „სამეფო კლუბის“ ლეგენდას.

„რეალის“ ოფიციალურ საიტზე რონალდოს მადრიდული კარიერის ლამაზი ეპიზოდების ვიდეო დადეს.

 

Thank you, Cristiano

სერხიო რამოსმა, კაზემირომ, მარკო ასენსიომ, გარეთ ბეილმა და სხვებმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატეს დამოკიდებულება კრიშტიანოს მიმართ.

„შენი გოლები და ის ტიტულები, რომლებიც ერთად მოვიგეთ, ყველაფერზე მოწმობს. შენ სამუდამოდ დაისაკუთრე გამორჩეული ადგილი „რეალის“ ისტორიაში და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები. გეხუტები და წარმატებებს გისურვებ“, – დაწერა სერხიო რამოსმა.

„საოცარი ფეხბურთელი და უმაღლესი ადამიანი“, – წერს გარეთ ბეილი, – „დიდი სიამოვნება იყო შენთან ერთად თამაში ამ ხუთი წლის განმავლობაში. წარმატებები მომავალში მეგობარო“.

„შენთან ერთად ვსწავლობდი, ნასწავლს ვიყენებდი და ვიმარჯვებდი. მადლობა ყველაფრისთვის, მეგობარო“, – ეს უკვე კაზემიროს სიტყვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები