LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წელი გადამატანინეთ” – მაია ასათიანი მაყურებელს მადლობას უხდის

125

2017 წლის  “პროფილის”  ბოლო გადაცემაში ტელეწამყვანმა  მაყურებელს მადლობა გადაუხადა. მაია ასათიანის თქმით,მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წელი სწორედ მაყურებლის დამსახურებით გადაიტანა და  მათი თანადგომით სიცოცხლისთვის ბრძოლა შეძლო. ტელეწამყვანმა წლის ბოლო გადაცემა, ძაღლ დუდისთან ერთად გააცილა, რომელიც ნუცა მახვილაძის ოთხფეხა მეგობარი იყო.

“…რა იყო ეს წელი, რისთვის იყო და რატომ დადგა ჩემს ცხოვრებაში – დღემდე არ ვიცი. ვიცი, მხოლოდ ის, რომ ასეთი რთული გამოწვევა ცხოვრებაში არ მქონია – მებრძოლა სიცოცხლისთვის. და თუ რამე გამომივიდა, თუ დღეს ფეხზე ვდგავარ, თუ თქვენთან საუბარი შემიძლია, ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაცცა. ამიტომ გიხდით მადლობას ამ წლისთვის, ყველაზე მძიმე წლისთვის მთელი ჩემი არსებობის მანძილზე. მადლობა რომ გადამატანინეთ, მადლობა, რომ ბოლომდე მიმაყვანინეთ, მადლობა, რომ ძალა მომეცით მებრძოლა გამარჯვებისთვის, მებრძოლა სიცოცხლის სასარგებლოდ. ჰოდა, ეს წელიც დამთავრდა” – ამბობს მაია ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები