LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა, რომ მე ამარჩიე დედად,” – ნათია ფანჯიკიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

479

ნათია ფანჯიკიძე შვილს „ფეისბუქზე“ დაბადების დღეს ულოცავს, კატო ალასანია 20 წლის გახდა.

„ზოგადად არამიშავს რა ქალი ვარ, დიდი არაფერი, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე, ორი საოცრება მეც მაქვს ამქვეყნად ჩადენილი, – ორ უკარგეს ტიპს, ნიკოს და კატოს დავეხმარე დედამიწაზე მობრძანებაში. დღეს კატო მოგზაურობის ახალ ეტაპზე გადავიდა, თინეიჯერი აღარაა, 20 წლის გახდა.

ადრე, როცა უნდოდა ძალიან ჭკვიანი გამოჩენილიყო, როგორიც პრინციპში იყო კიდეც ყოველთვის, უფროსებთან საუბრისას ცხვირზე სათვალეს ისკუპებდა. ახლა უკვე მართლა ისეთი ჭკვიანია, უსათვალოდაც ეტყობა, მაგრამ მაინც ხაზი მინდა გავუსვა მის უჭკვიანესობას და სათვალიანი ფოტო გამოვუქვეყნო. ძალიან ბედნიერი მინდა იყოს ეს გოგო. დენდელოზებმა არასდროს არ მიიძინონ, მორიგე დენდელოზი სულ იფარავდეს მასში არსებულ სიკეთეს. უზარმაზარი მადლობა, რომ დაიბადე დე და თანაც მე რომ ამარჩიე დედად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები