„მადლობა უფალს, მკურნალობის შედეგები დადებითია“ – გიორგი მახარაძის დედა პოსტს აქვეყნებს

352

გიორგი მახარაძეს მცირე ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობისთვის ძალიან სწრაფ ტემპში ფული შეგროვდა და ის თურქეთში გაემგზავრა დიაგნოზის გადასამოწმებლად და მკურნალობის შესაბამისი კურსის ჩასატარებლად. გიორგის ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რის გამოც, მას თმა გასცვივდა.

მსახიობი დედასთან ერთად რამდენიმე დღის წინ, ექიმების მოთხოვნით, კვლავ თურქეთში გაემგზავრა მკურნალობის შედეგების გადასამოწმებლად.

მსახიობის დედა, თეო ჩივაძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ გიორგის მკურნალობა კარგად წარიმართა.

თეო აღნიშნავს:

„მადლობა უფალს, მკურნალობის შედეგები დადებითია. მადლობა ყველას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები