LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ულამაზეს საქართველოს და ჩემ თანაგუნდელებს: მაიკლ დიქსონი დაგვემშვიდობა

85

საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ნატურალიზებულ წევრს დაემშვიდობა – მაიკლ დიქსონი დაგვემშვიდობა და ეს ემოციურად სოცქსელებში გამოხატა.

“ამ წლებმა მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის უნაკლო, მაგრამ ადამიანების დახმარება სამაგიეროს გადახდის მოლოდინის გარეშე არის ზუსტად ცხოვრების არსი.

მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ულამაზეს საქართველოს. მადლობას გიხდით, რომ თქვენიანად მიმიღეთ და იყავით ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები, ვისთვისაც ოდესმე მითამაშია ჩემი კარიერის განმავლობაში.

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი გულშემატკივრობის ყველა მომენტი მიყვარს და თქვენ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ ჩემს გულში.

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სხვადასხვა განსხვავებული ადამიანისგან. უფლის წყალობით, კიდევ დიდხანს შევძლებ იმ თამაშის გაგრძელებას, რომელიც ასე მიყვარს.

ბოლოს, ყველა ჩემს თანაგუნდელს (2017-18 წლებში) მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ ყოველთვის მზად იყავით, უბრალოდ გეპასუხათ ჩემი ზარისთვის ან შეტყობინებისთვის. ისიამოვნეთ ზაფხულით”, – წერს დიქსონი სოციალურ ქსელში.

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2 წელი გამოდიოდა. მან ამ დროში 14 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 260 ქულა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონს საქართველოს ნაკრებში ამერიკელი ტედ მაკფადესი შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები