LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა წითელ ჯვარს, რომლის მონაწილეობითაც ნეშტების პოვნა მოხერხდა – გიორგი კვირიკაშვილი

126

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,  მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იყოს წითელი ჯვრისთვის და ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების შესაბამისი პატივით დაკრძალვა, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების.

”დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ მიწას შესაბამისი პატივით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ახლობლებმა არ იცოდნენ, სად იყვნენ დაკრძალული მათი ოჯახის წევრები. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს, ეს ადამიანები დახვრიტეს და მინდა, მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. ამ ადამიანებს შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი, გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული. ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი, მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე. ასევე, 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. ძალიან მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ის ინფორმაცია, რომელიც არის მოსახლეობაში, მიეწოდოს,”  – განაცხადა პრემიერმა.