LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ხარატიშვილი: „ერთ-ერთ კლინიკაში კინაღამ დამაინვალიდეს…“

430

ფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერი, მადონა ხარატიშვილი, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ლაივ-ვიდეოში ჰყვება, ექიმის შეცდომის მორიგი მსხვერპლი გახდა. მან ერთ-ერთ კლინიკას მიაკითხა მას შემდეგ, რაც ფეხი გადაუბრუნდა და მოიტეხა.

მადონა ხარატიშვილი fortuna.ge-ს ამ ამბავს უყვება:

ორი კვირის წინ ფეხი წამოვკარი ბორდიურს, გადამიბრუნდა დამოვიტეხე. მაწუხებდა საშინელი ტკივილები და მივაკითხე ერთ-ერთ კლინიკას, სადაც აქვთ არაჩვეულებრივი აპარატურა. გადამიღეს რენტგენი, რომელმაც თურმე აჩვენა, რომ მოტეხილობა იყო და საოპერაციო ვიყავი, მაგრამ ექიმმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია საჭირო არ იყო და ფეხი თაბაშირში ჩამისვა. რამდენიმე დღე ტკივილებით ვიტანჯებოდი და გამაყუჩებლებს ვსვამდი. მივაკითხე იმავე ექიმს და მითხრა, რომ რამდენიმე დღე ტკივილი მექნებოდა. მერვე დღეს, ტკივილმა რომ არ გაიარა, ჩემმა ერთ-ერთმა ექიმმა კლიენტმა დამარიგა, რომ სხვაგან წავსულიყავი, რადგან ასე დიდხანს ტკივილები არ უნდა გაგრძელებულიყო.

ძალიან ბევრ ადამიანს ვეკითხებოდა აზრს და მოვხვდი ექიმბაშთან, რომელმაც სასწრაფოდ სხვა კლინიკაში წასვლა მირჩია. სხვა ექიმთან მისულს თავიდან გადამიღეს რენტგენი და გამოჩნდა, რომ საოპერაციო ვიყავი. გამიკეთეს ურთულესი ოპერაცია, რომელიც ექვს საათს მიმდინარეობდა, ჩამიდგეს ჭანჭიკები და ხუთი იმპლანტი.

ჩივილს აპირებთ?

მეუბნებიან, რომ უნდა ვიჩილო. კინაღამ ინვალიდი დამტოვეს. თაბაშირის პირობებში ეს მოტეხილობა არასწორად შეხორცდებოდა და როგორც ექიმები მეუბნებიან, ვეღარ გავივლიდი… თითებს ვერ გავამოძრავებდი და ფეხს ვეღარ დავადგამდი…

ახლა როგორ ხართ?

ახლა კარგად ვარ. ოპერაცია წინა ოთხშაბათს გავიკეთე და ექიმის რეკომენდაციით, უნდა ვიარო, რომ თრომბის საშიშროება არ შეიქმნას. წინ სამთვიანი რეაბილიტაციის კურსი მელოდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები