LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ხარატიშვილი: „იმის გამო, რომ პანდუსები არ არის, მიწევს ცალი ფეხით კიბეებზე ხტუნაობა!..“

180

დიზაინერ მადონა ხარატიშვილს, როგორც „ფორტუნა“ რამდენიმე დღის წინ წერდა, სერიოზული პრობლემები შეექმნა, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მოტეხილი ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს, მოგვიანებით კი მან სხვა კლინიკას მიმართა, სადაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ახლა ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და ეტლით გადაადგილდება.

მადონა ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ ეტლით მოსარგებლეებისთვის საქართველოში არანაირი პირობები არ არსებობს. გთავაზობთ მის სტატუსს:

„#ირღვევაჩვენიუფლებები!

#გააკეთეთყველგანპანდუსი!

ერთი თვეა,რაც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ვახერხებ. კიდევ ერთი თვე ალბათ ეტლით მომიწევს მოძრაობა. მიწევს ხან კონფერენციაზე, ხან საქმიან შეხვედრებზე გასვლა. როგორც ვიცოდი, ეტლში მჯდომ ადამიანებისათვის, საზოგადო თავშეყრისადგილებზე, სავალდებულო იყო, გაეკეთებინათ პანდუსები. მინდა გითხრათ, სამარცხვინო მდგომარეობაა!.. 5 ვარსკვლავიან სასტუმროებშიც არაა დაცული კანონი!! ვინ აკონტროლებს მსგავს დარღვევებს??

მიწევს ცალი ფეხით კიბეებზე ხტუნაობა. და ვისაც ადგომა საერთოდ არ შეუძლია????

აქვე, ყველა ჩემს მეგობარს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ❤, თქვენ რომ არა, შინაპატიმრობას ვერ ავცდებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები