LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა მძინარე ქალიშვილების ემოციურ ფოტოს ავრცელებს

53

მიმდინარე წლის დასაწყისში მადონამ მალავიდან ტყუპი გოგონები, სტელა და ესთერი იშვილა. მას შემდეგ, მომღერალმა დროებით უარი თქვა კარიერაზე და მთელს თავისუფალ დროს ოჯახის ახალ წევრებთან ერთად ატარებს.

ამ დღეებში მან გოგონების ემოციური ფოტო გააზიარა. შავ საღამურებში გამოწყობილ სტელას და ესთერს დივანზე სძინავთ, მადონამ კი ფოტოს თავისი სიმღერის ფრაზა „What it Feels Like For A Girl“ დაურთო.

შეგახსენებთ, რომ მალაველი გოგონების გარდა მადონა ორ აყვანილ და ორ ბიოლოგიურ შვილს ზრდის.

https://www.instagram.com/p/BR95g0iAtFY/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები