LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ქალთა უფლებებს იცავს

102

ქალთა დღესთან დაკავშირებით მადონამ შავ-თეთრი მინი-ფილმი „Her Story: ქალები, რომლებიც თავისი უფლებებისთვის იბრძვიან“ წარმოადგინა. 13 წუთიანი რგოლი ფემინისტური რევოლუციის ეტაპებს შეიცავს და ის სპეციალურად გერმანული Vogue-სთვის შეიქმნა.

„ჩვენ უარს ვამბობთ ტირანიის  ახალ საუკუნეზე, სადაც საფრთხეში არამარტო ქალები, არამედ ყველა ის ადამიანია, რომლებიც რაღაცას ეწინააღმდეგებიან“, – აცხადებს პოპ-დედოფალი.

ვიდეოში მადონა რამდენიმე ვიზუალს იცვლის. აღსანიშნავია, რომ რგოლი ჰილარი კლინტონის სიტყვებით მთავრდება: „ქალის უფლება – ადამიანის უფლებაა“.

https://www.facebook.com/madonna/videos/10155047201774402/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები