LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა თანამედროვე მუსიკას აკრიტიკებს

80

მადონამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 60 წლის იუბილე აღნიშნა, თანამედროვე მუსიკის შეფასება გადაწყვიტა და ძალიან არ მოსწონა მისი დღევანდელი მდგომარეობა.

თავად პოპ-დივა, რომელიიც პრაქტიკულად 4 ათეული წელია (1982 წელს პირველი სინგლის ჩაწერის შემდეგ) მუდმივად ანებივრებს თაყვანისმცემელს ახალი ნამუშევრებით, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ ისეთ სავალალო მდგომარეობაში როგორც დღესაა, მუსიკალური ინდუსტრია მანამდე არასდროს ყოფილა.

„ყველაფერი ძალიან შაბლონურია, ერთ სიმღერას 20 მოწვეული მუსიკოსი ასრულებს და ყველა ერთნაირად ჟღერს“, – განაცხადა მადონამ, რომელიც შვილებთან ერთად პორტუგალიაში გადაბარგდა და პირველ რიგში ევროპელების მუსიკალურობით აღფრთოვანდა: „ლისაბონში ყველა არაჩვეულებრივად მღერის, რადგან აქაურებს ძალიან უყვართ მუსიკა. ვფიქრობ, სცენაზეც სიამოვნებით გამოვიდოდნენ და ჰონორარის გარეშე იმღერებდნენ“, – აღნიშნა მუსიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები