LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ტყუპების დედა გახდა

52

მადონამ მალავიდან ტყუპი გოგონები იშვილა. პატარებს, რომლებიც მალე ამერიკაში გაემგზავრებიან, სტელა და ესთერი ჰქვიათ და ისინი 2012 წელს, დაბადებიდან მალევე დაობლდნენ.  ბავშვებს ბებია ზრდიდა, თუმცა გაჭირვების გამო მას მათი ბავშვთა სახლში ჩაბარება მოუწია.

წესების თანახმად, მალავიდან წარმომადგენელი მადონასთან ამერიკაში გაემგზავრება, რათა დარწმუნდეს, რომ ბავშვებისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ პოპ-დედოფალი მალავიდან აყვანილ ორ ბავშვს უკვე ზრდის. მათ გარდა მას ორი ბიოლოგიური შვილიც ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები