LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ტყუპებს საუკეთესო პირობებს უქმნის

42

4 წლის ესთერი და სტელა, რომლებიც მადონამ თებერვალში იშვილა, პოპ-დედოფლის ყურადღებას სრულად იკავებენ, მისი მიკრობლოგი კი სავსეა მათი ფოტოებით. პოპ-ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ბავშვების მორიგი ფოტო გააზიარა.

მადონამ ორივე მათგანი „ადიდასის“ ერთნაირ სპორტულ ტანსაცმელში გამოაწყო, თავზე კი ოქროსფერი ლენტები გაუკეთა. ვარსკვლავი მთელი მონდომებით ცდილობს, რომ ბავშვები ახალ გარემოში კარგად ადაპტირდნენ, ამისთვის ის ყველაზე ხშირად მუსიკასაც მიმართავს. ამ დღეებში პოპ-დედოფალმა მომღერალი ტყუპების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ესთერისა და სტელას გარდა მადონა კიდევ ორ აყვანილ და ორ ბიოლოგიურ შვილს ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები