LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ დაბადების დღე კუბაზე აღნიშნა (ვიდეო)

29

პოპ-მუსიკის დედოფალი ჰავანაში გაემგზავრა, სადაც საკუთარი 58 წელი აღნიშნა. იუბილარმა ბავშვებთან ერთად გაისეირნა კუბის დედაქალაქში  და ადგილობრივებს შეხვდა, რომლებიც მუსიკოსს აღფრთოვანებული სიტყვებით: ”ჩვენ შენ გვიყვარვარ, მადონა! კუბას უყვარხარ!” შეხვდნენ.    

მადონასა და კუბას სიყვარული დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა თავისუფლების კუნძულმა მას უძვირფასესი ადამიანი – ქალიშვილი ლურდესი აჩუქა (ლურდესის მამა, სწორედ კუბიდანაა).

სადღესასწაულო ვახშამი ლეგენდარულმა მუსიკოსმა ძველი ჰავანას ერთ-ერთ რესტორანში გამართა, სადაც ჯერ მარტომ შეასრულა კუბური მამბო, მერე კი, არც ადგილობრივებთან მოერიდა ცეკვას.

მოგვაინებით მადონამ სელფი გამოაქვეყნა საკუთარ Instagram-ში და მიმდევრებს მადლობა გადაუხადა დაბადების დღის მილოცვისთვის: ”დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თაყვანისმცემლებს და მეგობრებს კეთილი სურვილებისთვის. თქვვენ ზუსტად იცით, რა გააკეთოთ, რომ ქალმა განსაკუთრებულად იგრძნოს თავი!”

 

https://www.instagram.com/p/BJMPlToBIZC/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები