LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ მის შესახებ ფილმის შემქმნელებს შარლატანები უწოდა

30

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მადონას შესახებ ფილმის Blonde Ambition გადაღებას გეგმავდნენ. სიუჟეტი მადონას კარიერის იმ პერიოდზე იქნებოდა, როდესაც ის პირველი ალბომის გამოშვებას გეგმავდა.

ფილმის სახელწოდება მადონას 1990 წელს გამართული ტურნეს სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომლის დროსაც მომღერალი თავისი კარიერის ზენიტში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გამოუშვა მან ისეთი ჰიტები, როგორებიცა არის „Like A Prayer“, „Express Yourself“ და „Vogue“.

„არავინ იცის რა მინახავს და რა ვიცი. მარტო მე შემიძლია ჩემი ისტორიის მოყოლა“, – განაცხადა მადონამ.

მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ამ ფილმის გადაღებას გადაწყვეტს, „სულელი და შარლატანია“.

https://www.instagram.com/p/BTURDmagF5j/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები