LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას ბავშვები, დედის მსგავსად, კაბალას მიმდევრები გახდებიან

211

მადონა კაბალას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი მიმდევარია. ცნობილი ხდება, რომ პოპ-დედოფალი ამ მიმდინარეობას თავის ბავშვებსაც აჩვევს, მათ შორის უმცროს გოგონებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ იშვილა.

პაპარაცებმა ვარსკვლავი პატარებთან ერთად ნიუ-იორკის კაბალას ცენტრიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. მადონა მიიჩნევს, რომ ეს უძველესი ებრაული რწმენა ყველაზე ჭეშმარიტია და თვლის, რომ შვილებიც მის კვალს უნდა გაყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ტყუპების გარდა, პოპ-დედოფალს ჰყავს კიდევ ერთი აყვანილი ვაჟიშვილი დევიდ ბანდა და ბიოლოგიური შვილები – ლურდესი და როკო. უკანასკნელად, რამდენიმე თვის წინ, მადონამ ყოფილ ქმართან, გაი რიჩისთან მოაგვარა ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბავშვების აყვანის ნებას არ დართავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები