LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას ფანები სკანდალური ფოტოების გამო აკრიტიკებენ (ფოტო)

69

ყველაზე ეპატაჟურმა მუსიკოსმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო. ამჯერად მადონამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შიშველი, ჩანთით ხელში პოზირებს: „ჯერ კიდევ დორბლებს ვყრი ამ ჩანთის გამო“, -წერს პოპ–მუსიკის დედოფალი Louis Vuitton-ის ჩანთაზე და ჰეშტეგით #nofriends კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მას მეგობრები არ ჰყავს.

მადონამ ცენზურაც არ დაივიწყა და ფოტოს გამოქვეყნებისას მკერდი მცირედით დამალა. ამ ფოტოს ფანების მხრიდნ არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. უმრავლესობამ პოპის დედოფალი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ეს არის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ფოტოს გაგრძელება, სადაც მადონა მსახიობ დები მეიზერთან და სხვა მეგობრებთან ერთად ცნობილი ბრენდის ჩანთას ათვალიერებს.

ბოლო პერიოდის კიდევ ერთი ხმაურიანი ფოტო მადონამ ქალიშვილთან, ლურდესთან გადაიღო, სადაც კადრში ლურდესის იღლიები ჩანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები