LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას ორი ბავშვის აყვანის უფლება მისცეს

87

პოპ-დედოფალ მადონას მალავიდან კიდევ ორი ბავშვის აყვანის უფლება მისცეს – ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო.  პროცესს მომღერალი თავად ესწრებოდა. სასამართლოს წარმომადგენელის თქმით, საქმის დეტალები არ გასაჯაროვდება.

როგორც გამოცემა Daily Mail-ი ამტკიცებს, მადონა ტყუპი გოგონების, ესთერ და სტელა მვალების დედა გახდება, რომლებიც ბავშვთა სახლში უკვე ორი წელია ცხოვრობენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი შვილის აყვანას გეგმავდა, რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელდა, თუმცა მაშინ მან ეს ფაქტი უარყო.

შეგახსენებთ, რომ პოპ-დედოფალი მალავიდან აყვანილ ორ ბავშვს – დევიდ ბანდას და მერსი ჯეიმსს უკვე ზრდის. მათ გარდა მადონას საკუთარი ქალიშვილი ლურდესი და ვაჟიშვილი, როკო ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები