LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას შვილს როკოს დედის წინააღმდეგ მამა განაწყობს

247

მადონას შვილს,  როკო რიჩის დედის წინააღმდეგ მამა, გაი რიჩი განაწყობს, ინფორმაციას ტაბლოიდები ავრცელებენ. თავად 15 წლის როკო კი ამბობს, რომ მას დედასთან მომღერლის ცხოვრების სტილის გამო არ შეუძლია ყოფნა.

უკვე 6 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომ როკო რიჩი მადონასთან ნიუ-იორკში უნდა დაბრუნდეს, თუმცა ბიჭი კვლავ ლონდონში, მამასთან რჩება.

მადონასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მომღერალი შვილის საქციელის გამო ძალიან გულნატკენია.

ამასთან, მადონა ძალიან არის გაბრაზებული მის ყოფილ ქმარზე და ამბობს, რომ მისი ბრალია როკოს გადაწყვეტილება, არ დაბრუნდეს დედასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები