LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას ვაჟიშვილი ბედნიერია, რომ დედასთან ერთად აღარ ცხოვრობს

28

მადონასა და გაი რიჩის ვაჟიშვილის, როკოს გარშემო სკანდალი არ ცხრება: მოზარდი ჯერ ნარკოტიკის შენახვისა და მოხმარებისთვის დააკავეს, ამჯერად კი დედის მისამართით მან საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მადონამ MannequinChallenge-ის ფლეშმობის ფარგლებში ვიდეო გააზიარა, სადაც ის დანარჩენ შვილებთან ერთად ოჯახურ ვახშამს ასახავს. ვიდეოს როკომ შემდეგი შინაარსის კომენტარი დაურთო: “ბედნიერი ვარ, რომ მანდ აღარ ვცხოვრობ“.

მალევე პოპ-დედოფალმა წაშალა ვიდეო, მაგრამ ფაქტმა დასავლურ პრესაში მაინც გაჟონა. როკოს საქციელი არ მოიწონეს მისმა თაყვანისმცემლებმა და ის დაგმეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას მას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუხატა.

ბოლო დროს დედა-შვილის ურთიერთობაში ბევრი ბზარი გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მადონამ როკოზე მეურვეობის საქმე სასამართლოში წააგო და მოზარდი საცხოვრებლად მამასთან ლონდონში გადავიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები