LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

181

გამოცემა „Independent”-ის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი ქალაქის მერი მანუელა კარმენა გახდა. ქალბატონის აზრით, გრან ვიაზე ყველა სახის ტრანსპორტი უნდა აიკრძალოს და ერთადერთი გამონაკლისი ავტობუსებისა და ველოსიპედებისთვის უნდა დაიშვას. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იქნება და 2025 წლისთვის ტრანსპორტი მთელ ქალაქში შეიზღუდება.

რაც შეეხება გრან ვიას, ანუ იგივე ესპანურ ბროდვეის – ეს არის 1910 წელს დაფუძნებული მოედანი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ნაწილად ითვლება. მერის გადაწყვეტილების მიზეზი კი ჰაერის დაბინძურების დონე და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები