LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის რეალს აფეთქებდნენ: ინციდენტი ამერიკაში

80

მადრიდის „რეალს“ უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. მსოფლიო საუკეთესო გუნდი ლოს ანჯელესშია და UCLA-ს უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სეზონისთვის ემზადება.

პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ დასვენების ზონაში საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს. ბაზა, სადაც „რეალი“ ვარჯიშობს, კალიფორნიის უნივერსიტეტის ნაწილია.

სტუდენტთა სამი საცხოვრებელი კვარტალი ევაკუაციას დაექვემდებარა, ტერიტორია დაატოვებინეს „სამეფო კლუბის“ წევრებსაც. თუმცა პოლიციამ ტერიტორიაზე ვერაფერი იპოვნა. მოგვიანებით, სტუდენტებსა და ფეხბურთელებს დაბრუნების უფლება მისცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები