LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის სცენაზე პირველად ქართველი მეცო-სოპრანო წარსდგა

156

მადრიდის სარსუელას თეატრში 90 წლის შემდეგ პირველად, რუპერტო ჩაპის “ქარიშხალი” გაჟღერდა.

ოპერაში მთავარი პარტია მსოფლიოს სცენებზე წარმატებით მოღვაწე ქართველმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა.

ესპანურმა პრესამ ქართველი მომღერლის ამ დებიუტს ტრიუმფალური უწოდა.

ქეთევან ქემოკლიძე პირველი ქართველია, რომელიც მადრიდის ცარცუელას თეატრის სცენაზე წარსდგა.

მას პარტინიორობას უწევდნენ მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერლები: კარლოს ალვარესი, ხოსე ბროსი, მარიონა კანტარერო და სხვა. სადირიჟორო პულტთან იდგა ცნობილი ახალგაზრდა ესპანელი დირიჟორი გულიელმო გარსია კალვო.

სპექტაკლს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლეგენდარულმა ესპანელმა მსახიობმა ხუან ეჩანოვემ ნარატორის როლში.

ქეთევან ქემოკლიძე  2019 წელს სამეფოს თეატრში დაბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები