LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგ კაცის არაფერი გინდოდეს: რონალდოს სახლის გაყიდვას თხოვენ

93

კრიშტიანო რონალდოს „ტრამპ თაუერში“ ბინის გაყიდვას სთხოვენ. უფრო მეტიც, ამ მოთხოვნით ინტერნეტში პეტიციაც კი განთავსდა და მას უკვე 11 ათასი ხელმომწერი ყავს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს ტრამპის სამფლობელოში 17 მილიონ ევროდ შეფასებული აპარტამენტები აქვს და როგორც ჩანს, ის ამ ფაქტით ძალიან კმაყოფილია. სპორტსმენს Trump Tower იმდენად მოსწონს, რომ სულ მალე კიდევ ერთი ბინის ყიდვასაც გეგმავს. მას 21,5 მილიონ ევროდ შეფასებული აპარტამენტები მოსწონს და სავარაუდოდ, სულ მალე ისიც მის მფლობელობაში გადავა.
საიტზე The petitionsite გამოჩნდა პეტიცია, რომელიც რონალდოს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს, ვინც ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკას დაუპირისპირდება და მასთან ყველანაირ კავშირს გაწყევტს. ბინის გაყიდვა კი მიზნის მისაღწევად გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები