LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარი ამბავი: თბილისში შოტლანდია ჩამოვა

91

შოტლანდია საქართველოში ჩამოვა და ბორჯღალოსნებთან ტესტ-მატჩს გამართავს.

ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდება და გუნდები მას იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. სერია ორი მატჩისგან შედგება. სქოთებს თბილისში, „დინამო არენაზე“ 24 აგვისტოს ვუმასპინძლებთ, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს, უკვე შოტლანდიაში შევერკინებით.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვეს, როდესაც ბორჯღალოსნებს კილმარნოკში უმასპინძლეს.

 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანა საქართველოში ჩამოვა,

 

თბილისური მატჩი უჩვეულო დროს, ზაფხულის ბოლოს გაიმართება. ქართული რაგბის გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ხილვის საშუალება აქამდე წელიწადში მხოლოდ ორჯერ, თებერვალ-მარტსა და ნოემბერში ჰქონდა.
გამონაკლისი 2018 წელია, რადგან 31 მაისს „ფრანგი ბარბაროსები“ უნდა მივიღოთ.

ამ შესაძლებლობით კმაყოფილია მილტონ ჰეიგი:

“2019 წლის მსოფლიო თასის წინ ორი ასეთი მატჩის გამართვა ჩვენი გუნდისათვის ისტორიული მოვლენაა. ისტორიას ქმნის ისიც, რომ შოტლანდია საქართველოში პირველად ჩამოვა და უფრო მეტიც – ის იქნება პირველი ტიერ ერთის გუნდი, რომელიც ქართულ მიწაზე საერთაშორისო მატჩს გამართავს.
ბორჯღალოსნებს წილად ხვდათ პრივილეგია, ეთამაშონ ასეთი დონის ნაკრებს საკუთარი ოჯახის, მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე.
ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მომავალი მსოფლიო თასისთვის კიდევ უფრო უკეთ მოვემზადოთ, ვიდრე 2015 წელს. ეს მატჩები ამ მზადების უდიდესი ნაწილია. ეს სწორედ ის ფაქტია, რაზეც წარსულში ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა კი მთელი გუნდი, მოთამაშეები და ქართულ რაგბში ჩართული თითოეული ადამიანი, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებულია“.

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 15:6. ორი წლის წინ სქოთებს კილმარნოკში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ – 43:16.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები